ქარხნის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში გახსნა დასავლეთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ბეტონის მწარმოებელი ქარხანა. კომპანია აწარმოებს, აწვდის და ასხამს ყველა კლასისა და სახეობის ბეტონს დამკვეთის მოთხოვნისამებრ ფოთიდან 70 კმ–ის რადიუსში.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ქარხნის გახსნის მნიშვნელობას რეგიონში ნაციონალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელების საქმეში ფოთის პორტში და მიმდებარე რაიონებში.