ახალი საწარმო

2011 წლის 25 მაისს შპს „პრაიმ ბეტონმა“ ოზურგეთის რაიონის მდინარე ნატანების კალაპოტში აამუშავა ინერტული მასალების მწარმოებელი თანამედროვე, ახალი, მობილური საწარმო.

საწარმოს დადგმული წარმადობაა 100 მ3/სთ

საწარმო შედგება სამი ინდივიდუალური დანადგარისაგან:

-          იმპულსური სამსხვრევი

-          დამხარისხებელი საცრები

-          გამრეცხი - წყალდამწრეტი

 

ინერტული მასალების მწარმოებელი ყველა დანადგარი მოწოდებულია ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისაგან - “Powerscreen”.

 

პრაიმ ბეტონმა დანერგა ცენტრალური პროგრამული უზრუნველყოფა ( 1C) ყოველდღიური ოპერაციების (მომარაგება, წარმოება, რეალიზაცია, ხარისხის კონტროლი დ.ა.შ.) ეფექტური და ზუსტი მართვის უზრუნველსაყოფად.

მისი განუყოფელი ნაწილია ზუსტი ინდუსტრიული სასწორი, რომელიც უზრუნვლყოფს მასალებისა და მზა პროდუქციის უფრო ზუსტ აღრიცხვას.