ინვესტორთათვის

ბეტონის მწარმოებელი თანამედროვე ახალი ქარხნის გახსნის შემდეგ პრაიმ ბეტონმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბალასტის მოპოვების და ინერტული მასალების წარმოებაში შესვლით როგორც საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჭარბი პროდუქციის სარეალიზაციოდ სამშენებლო მასალების ბაზარზე.  აღნიშნული ნაბიჯით კომპანიას მიეცა უფრო მეტი ღირებულების შექმნის საშუალება, რაც კიდევ უფრო ზრდის მომგებიანობას.

 

პრაიმ ბეტონი დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს მომგებიანი ინვესტირების შესაძლებლობებს არსებული ოპერაციების გაფართოების კუთხით: წარმადობები (ბეტონის და ინერტული მასალების წარმოება), მომსახურება (პომპით ბეტონის ჩასხმა) და მიწოდება (სატვირთო მანქანების და მიქსერების პარკი).

კომპანიის მფლობელები დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობენ როგორც კომპანიის წილში ინვესტიციის შესაძლებლობას ასევე, კომპანიისათვის გრძველვადიანი სესხის გამოყოფის არჩევანს, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.