ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ღირებულებები, რომ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის ნათლად ჩანს კომპანიის მფლობელების, პერსონალის და კლიენტურის ჯანსაღი ყოველდღიური ურთიერთობებიდან, რაც ჩვენი კომპანიის კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

პრაიმ ბეტონი გთავაზობთ:

-          თქვენი შეკვეთების დროულ რეაგირებას

-          სანდო მომსახურებას

-          გრძელვადიან საიმედო პარტნიორობას

 

ჩვენი მიზნების შესასრულებლად და ღირებულებების განუხრელად დასაცავად მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებს და დანადგარებს ვიყენებთ: ბეტონის საწარმო და მიქსერები (Stetter & Euromec), ბეტონის პომპები ( SCHWING), სამსხვრები, დამხარისხებელი და სარეცხი დანადგარები (Powerscreen), მიწისზედა სამუშაოები ( Volvo). ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალების ტესტირებისათვის კომპანია „Controls“ გამოშვების  თანამედროვე სერტიფიცირებული ლაბორატორია.

 

და მაინც, ყველაზე მეტად ღირებული აქტივი კომპანიაში არის მისი გამოცდილი, შრომისმოყვარე და ლოიალური პერსონალი, რომელიც ყოველთვის მზადაა კლიენტებს შესთავაზოს გამორჩეული მომსახურება.

 

ჩვენ გთავაზობთ თქვენს სამშენებლო მოთხოვნებზე მორგებულ შემდეგ პროდუქციას და მომსახურებას:

-          ბეტონის მიწოდება და ტუმბოთი ჩასხმა

-          ადგილზე ბეტონის წარმოების გამართვა (მობილური საწარმოს ჩადგმა თუ არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა)

-          ბეტონის სხმულები

-          ინერტული მასალები ბეტონის და ასფალტის წარმოებისათვის

-          ინერტული მასალები და ბალასტი მშენებლობის საფუძვლის მომზადებისათვის

-          სამშენებლო მასალების ტესტირება