სიახლე
ახალი საწარმო
მაისი 25, 2011
შპს "პრაიმ ბეტონმა" ოზურგეთის რაიონის
მდინარე ნატანების კალაპოტში აამუშავა ინერტული მასალების მწარმოებელი თანამედროვე,
ახალი, მობილური საწარმო
შეფასების ანგარიში
იანვარი 28, 2011
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, კომპანია პრიამ ბეტონი გეგმავს ოზურგეთის
რაიონის სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების ხეობაში, ინერტული მასალების
სამსხვრევი წარმოების ამოქმედებას.
ზოგადი ინფორმაცია
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული კომპანია - შპს „პრაიმ ბეტონი“ სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია დასავლეთ საქართველოში. კომპანია ლიდერია ინერტული მასალების და ბეტონის წარმოების ბაზარზე. ჩვენი სათაო ოფისი და ბეტონის ქარხანა მდებარეობს ფოთში, კარიერები გახსნილია სენაკის, ხობის და ოზურგეთის რაიონებში, ხოლო ინერტული მასალების მწარმოებელი მობილური საწარმო კი განლაგებულია ოზურგეთის რაიონში.
კომპანიის ასეთი გაშლილობა საშუალებას გვაძლევს საქართველოს მთელი შავიზღვისპირეთი ანაკლიიდან ბათუმამდე და სამეგრელო გურიის მიმდებარე ტერიტორია მოვამარაგოთ სამშენებლო მასალებით.
კომპანია ჩართულია სახელმწიფო მასშტაბის არაერთ სამშენებლო პროექტში, რომელთა არასრული სია მოცემულია ქვემოთ:
- ფოთის საზღვაო პორტის მე - 14 - ე სატვირთო ტერმინალი
- ფოთის საბაჟო ტერმინალი
- ფოთის აეროპორტის სარადარო - სანავიგაციო ოფისი
- ანაკლიის აეროპორტი
- სასტუმრო „ანაკლია“
- და ა.შ.

დანიშნულება
ჩვენი კლიენტებისათვის ჩვენ ვართ სამშენებლო მასალების უპირველესი და სანდო მიმწოდებელი მათ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში. ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები ჩვენი ყოველდღიური საზრუნავის უმთავრეს საგანს შეადგენენ და მათი მოთხოვნების უკეთესად დასაკმაყოფილებლად მომართულია მთელი კომპანიის ოპერაციული სისტემა.
ხედვა
მომავალი სამი წლის განმავლობაში პრაიმ ბეტონი გეგმავს გახდეს სამშენებლო სექტორის ლიდერი კომპანია საქართველოში. რისთვისაც იგი გააგრძელესბს კაპიტალდაბანდებებს მოწინავე ტექნოლოგიებში და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი ღირებულებები, რომ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის ნათლად ჩანს კომპანიის მფლობელების, პერსონალის და კლიენტურის ჯანსაღი ყოველდღიური ურთიერთობებიდან, რაც ჩვენი კომპანიის კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
პრაიმ ბეტონი გთავაზობთ:
- თქვენი შეკვეთების დროულ რეაგირებას
- სანდო მომსახურებას
- გრძელვადიან საიმედო პარტნიორობას
ჩვენი მიზნების შესასრულებლად და ღირებულებების განუხრელად დასაცავად მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებს და დანადგარებს ვიყენებთ: ბეტონის საწარმო და მიქსერები (Stetter & Euromec), ბეტონის პომპები ( SCHWING), სამსხვრები, დამხარისხებელი და სარეცხი დანადგარები (Powerscreen), მიწისზედა სამუშაოები ( Volvo). ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალების ტესტირებისათვის კომპანია „Controls“ გამოშვების თანამედროვე სერტიფიცირებული ლაბორატორია.
და მაინც, ყველაზე მეტად ღირებული აქტივი კომპანიაში არის მისი გამოცდილი, შრომისმოყვარე და ლოიალური პერსონალი, რომელიც ყოველთვის მზადაა კლიენტებს შესთავაზოს გამორჩეული მომსახურება.
ჩვენ გთავაზობთ თქვენს სამშენებლო მოთხოვნებზე მორგებულ შემდეგ პროდუქციას და მომსახურებას:
- ბეტონის მიწოდება და ტუმბოთი ჩასხმა
- ადგილზე ბეტონის წარმოების გამართვა (მობილური საწარმოს ჩადგმა თუ არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა)
- ბეტონის სხმულები
- ინერტული მასალები ბეტონის და ასფალტის წარმოებისათვის
- ინერტული მასალები და ბალასტი მშენებლობის საფუძვლის მომზადებისათვის
- სამშენებლო მასალების ტესტირება



